Friday, June 15, 2012
კირა ნაიტლი
კირა კრისტინა ნაიტლი (ინგლ. Keira Christina Knightley) (დ. 26 მარტი, 1985), უკეთ ცნობილი, როგორც კირა ნაიტლი, არის ოქროს გლობუსის, ბაფტასა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მან თავისი კარიერა ბავშვობაში დაიწყო და მიაღწია საერთაშორისო წარმატებას 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ნაიტლი გახდა ერთგვარი ლიდერი მსახიობი, გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment